

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით დღეს, 10 აპრილს, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის“? გაზაფხულის სერიის პირველი ტური გაიმართა.
მასში მონაწილეობდნენ – ზვარის, მარელისის, ვახანის, საღანძილისა და ხარაგაულის გუნდები. პირველ ტურში ყველა გუნდმა ერთად ითამაშა. მათთვის ერთნაირი 20 შეკითხვა დაისვა.
ინტელექტუალური თამაშის ფინალში გადავიდნენ და ბროლის ბუს მოსაპოვებლად მრგვალ მაგიდასთან ბრძოლას გააგრძელებს შემდეგი ორი გუნდი – საღანძილისა (ვარდო ჭიპაშვილის, დარეჯან გაბუნიას, ლელა ხელაშვილის, მაია მესხიშვილის, ეკა მესხისა და ალექსანდრე კიკნაძის შემადგენლობით) და ხარაგაულის გუნდი (გივი კურტანიძის, მაკა გელაშვილის, ზეინაბ ბუაჩიძის, გიორგი ლომსაძის, ბადრი შველიძისა და მარიკა ხარატიშვილის შემადგენლობით).
ამ ინტელექტუალური თამაშის მეორე ტური 1 და 8 მაისს გაიმართება, ხოლო ფინალი 15 მაისს ჩატარდება.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!