

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ტარიელ შავიძის, ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ძიუდოში. ტურნირში, ხარაგაულელ მოჭიდავეებთან ერთად, ჭიათურელი, საჩხერელი, თერჯოლელი და ზესტაფონელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში 2009-2010 და 2011-2012 წლებში დაბადებულ მოჭიდავეებს შორის ჩატარდა.
2009-2010 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის წონითი კატეგორიების მიხედვით პირველი ადგილები დაიკავეს:
ლუკა ტაბატაძემ – ხარაგაული (34 კგ.); მათე ნოზაძემ – საჩხერე (38კგ.); გიორგი დვალმა -ზესტაფონი (42კგ.); თემურ ყიფშიძემ – ჭიათურა (46 კგ.); თამაზი ღვანიძემ – ზესტაფონი (50 კგ.); საბა სამხარაძემ – ჭიათურა (55კგ.); გიგი გუჯეჯიანმა – ჭიათურა (60 კგ.); ლუკა ქველაძემ – ზესტაფონი (66კგ.); ომარი ხიჯაკაძემ – ზესტაფონი (73კგ.); თორნიკე თაბუკაშვილმა – ხარაგაული (+73 კგ.).
2011-2012 წლებში დაბადებულებს შორის საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:
გელა მოდებაძე – ჭიათურა (24 კგ.); ნიკოლოზ მოდებაძე – ჭიათურა (27კგ.); ზურაბ ბოჭორიშვილი – თერჯოლა (30 კგ.); დავით კვარაცხელია – ზესტაფონი (34 კგ.); გიგლა დვალი – ზესტაფონი (38კგ.); გიორგი სამხარაძე – ზესტაფონი (42 კგ.); საბა სულამანიძე – თერჯოლა (46 კგ.); საბა იაკობაშვილი – საჩხერე (50 კგ.); დავით ჭანტურიძე – ზესტაფონი – (+50კგ.).
ტარიელ შავიძის ოჯახის მიერ დაწესებული თასებით საუკეთესო მოჭიდავეები თორნიკე თაბუკაშვილი (ხარაგაული) და საბა სამხარაძეს (ჭიათურა) დაჯილდოვდნენ. ტურნირში სულ 124 სპორტსმენი მონაწილეობდა.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,