

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის ძალაში შესვლის თარიღს უკავშირდება.
ჯანმო ყოველწლიურად ირჩევს პრიორიტეტულ თემას და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
უკანასკნელ წლებში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საყოველთაო ჯანდაცვა: ყველასათვის, ყველგან (2019), ექთნებისა და ბებიაქალების ღვაწლი და დამსახურება მსოფლიო მედიცინის წინაშე (2020), უფრო სამართლიანი და ჯანმრთელი სამყარო (2021).
2022 წელს პირველად ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ეძღვნება პლანეტაზე მიმდინარე გლობალური მოვლენებს და ადამიანის მოსახლეობის ჯანმრთელობას და აერთიანებს სამ მიმართულებას: პანდემია, კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება.
2023 წლის 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 75-ედ აღნიშნავს.
ჯანმო-ს 75 წლის იუბილე არის შესაძლებლობა, გადავხედოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმატებებს, რომლებმაც გააუმჯობესეს ცხოვრების ხარისხი ბოლო შვიდი ათწლეულის განმავლობაში. ეს ასევე არის შესაძლებლობა, მოტივირებული იქნას მოქმედებები დღევანდელი და ხვალინდელი ჯანმრთელობის გამოწვევების დასაძლევად.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,