როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში პრობლემა მოდის კუჭიდან და არა გულიდან – ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, მაგრამ არცთუ იშვიათად საკმაოდ რთული. სტანდარტულად, გულიდან წამოსული დისკომფორტი, იქნება ეს წვა თუ ტკივილი გულმკერდის არეში, არის ხანმოკლე, გრძელდება 2-3 წუთიდან 15-30 წუთამდე.
ის ხშირად დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან და ემოციურ სტრესთან. იშვიათი გამონაკლისის გარდა, როდესაც კვება ორგანიზმისგან აღიქმება, როგორც დატვირთვა. ასეთ დროს ტკივილი ლოკალიზებულია ძირითადად მკერდის ძვლის უკან, აქვს მოჭერითი ხასიათი და ირადირებს ქვედა ყბაში, ხელში, ბეჭში ან ვრცელდება გულ-მკერდის წინა ზედაპირზე. ტკივილი და დისკომფორტი არ არის დაკავშირებული სხეულის პოზის შეცვლასთან, არ იცვლება ხელის დაჭერის, ხველის, ღრმა სუნთქვის დროს. ტკივილი, ძირითადად, იხსნება თავისით, ფიზიკური დატვირთვის მოხსნის შემდეგ, შეიძლება გამოიხატოს ხანმოკლე ეპიზოდების სახით და ხშირად იხსნება ნიტროგლიცერინის სუბლინგვალური მიღებით.
კუჭისმიერი ტკივილი კი ძირითადად ხანგრძლივია, ჭვალისებური, ჩხვლეტითი ან გამჭოლი ხასიათის. ის შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი და დღეც. იგი დაკავშირებულია კვებასთან, ხშირად იწყება თავისუფალ კუჭზე და იხსნება ან მცირდება კვების შემდეგ. ან პირიქით, იწყება საკვების მიღებისთანავე, ან ჭამიდან გარკვეული დროის შემდეგ. მისი ინტენსივობა მატულობს ხელის დაჭერით, ძლიერი ხველის და ზოგჯერ ღრმა სუნთქვის დროსაც კი. ლოკალიზებულია ეპიგასტრიუმის მიდამოში, ნაკლებად იძლევა ირადიაციას, იშვიათად არის დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან.
თუმცა, არასტანდარტულ შემთხვევებში ძალიან ხშირად გვხვდება გულის ტკივილის არატიპიური ლოკალიზაცია (მუცელში, ქვედა ყბაში, კიდურში და პირიქით). ამასთან, კუჭიდან წამოსული დისკომფორტი/ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია გულმკერდის არეში, ხშირად ასოცირებულია გულის არითმიასთან. ასეთ შემთხვევებში ტკივილის ან დისკომფორტის გენეზის ვერიფიცირება ხშირად დაკავშირებულია სირთულეებთან და საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას.
„ჩაფიძის გულის ცენტრი“, მაღალი კლასის სრული კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სერვისის გარდა, პაციენტებს სთავაზობს უმაღლესი დონის მულტიპროფილური მომსახურების სერვისს, რომელიც მოიცავს, როგორც პულმონოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და ნევროლოგიური, ასევე გასტროენტეროლოგიური პაციენტების მართვას მაღალკვალიფიციური მედიკოსების მიერ.
კლინიკა გამოცდილი გასტროენტეროლოგისა და გამოცდილ რადიოლოგთა გუნდთან ერთად, თანამედროვე ლაბორატორიული კვლევებისა და უახლესი სამედიცინო აპარატურის მეშვეობით სრულიად უზრუნველყოფს გასტროენტეროლოგიურ დაავადებათა დროულ და სწორ დიაგნოსტიკას, პაციენტებისათვის მაღალი დონის, ეფექტური და თანამედროვე მკურნალობის შეთავაზებას.
ლელა ჭანკვეტაძე
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გასტროენტეროლოგი, ექიმი-ენდოსკოპისტი
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი