

4 და 6 აპრილს კიცხის საჯარო სკოლაში ხარაგაულელ მომავალ ექიმებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამედიცინო უნივერისტეტის დამამთავრებელი კურსისა და რეზიდენტურის სტუდენტები.
მომავალმა ექიმებმა მოსწავლეებთან და პედაგოგებთან წარმოადგინეს პრეზენტაცია სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.
4 აპრილს პრეზენტაცია თემაზე – „პირველადი გადაუდებელი დახმარება“ სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე კურსის სტუდენტმა ლანა ღონღაძემ გამართა.
6 აპრილს კი პრეზენტაციები რეზიდენტებმა მარიამ აბულაძემ და ნინო გელაშვილმა წარადგინეს.
მარიამ აბულაძემ ისაუბრა საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემაზე „მარიხუანა და თამბაქო“. მან დაწვრილებით ახსნა ის საფრთხეები, რასაც ეს მავნე ჩვევები იწვევენ.
ნინო გელაშვილმა კი ინფექციურ დაავადებებზე და მათ პრევენციაზე გააკეთა აქცენტი.
ეს პრეზენტაციები, პირველ რიგში, ახალგაზრდების განათლების დონის გაზრდას და პრაქტიკული უნარების განვითარებას ემსახურებოდა.
ამ შეხვედრებს კიცხის სკოლაში ბორის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
მომავალ ექიმებთან შეხვედრის ინიციატორი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრია.
საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის თქმით, ამ შეხვედრების მიზანია, წაახალისონ ახალგაზრდები, მისცენ მოტივაცია, რომ დაუბრუნდნენ საკუთარ რაიონს, ხოლო მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ აქტუალურ საკითხებზე.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებშიც გაიმართება.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,