

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით მარგვეთის ეპარქიაში ხარაგაულიდან დაიწყო სისხლის ბანკში მოხალისეებისგან სისხლის ჩაბარების აქცია.
„ეპარქიაში აქციას ხარაგაულიდან ვიწყებთ. უნდა ვეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ გაჭირვებაში მყოფი ჩვენი თანამოძმეების დასახმარებლად. ვისაც ჯანმრთელობა გიწყობთ ხელს, ჩემი მოწოდებაა, რომ გაიღოთ სისხლი, ის სისხლი, რომელიც სხვას ძალიან სჭირდება და არ აქვს. ღმერთმა დღეგრძელები და ჯანმრთელები გამყოფოთ,“ – აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში სამეუფეო წირვის დასრულების შემდეგ.
მოხალისეებისგან სისხლის ჩაბარების პროცესს „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ მობილური ჯგუფი ახორციელებდა. ექიმ-ტრანსფიზიოლოგის ირმა მაღლაკელიძის თქმით, აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ მთელ საქართველოს მოიცავს. „ხარაგაულში მეუფე მელქისედეკი და მისი მრევლი ჩაერთო ამ აქციაში. სიმბოლურია, რომ აქცია დონაციის საერთაშორისო დღეს დაემთხვა. აქტიურობა მაღალია. მადლობა ხარაგაულის მაცხოვრებლებს,“ – აღნიშნა ირმა მაღლაკელიძემ.
მეუფე მელქისედეკთან ერთად სისხლი გაიღეს ეპარქიის სასულიერო პირებმა.
ხარაგაულიდან აქციაში ოცდაათამდე მოხალისე ჩაერთო.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,