

დღეს, 30 მარტს, გამთენიიდან, რიკოთის მშენებარე ავტობანზე, სოფელ ხევში მეწყერი ჩამოწვა. ამის გამო საავტომობილო გზა დაკეტილია.
პრობლემები შეექმნათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ზესტაფონი-ხაშურის მონაკვეთზე გადაადგილდებიან – მასწავლებლები, რომლებიც ხაშურიდან და ზესტაფონიდან ძირულას ხეობის სოფლების სკოლებში ასწავლიან, სკოლებში ვერ მივიდნენ.
ამ დილით, ხარაგაულიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსი მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზით წავიდა.
ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, ბესო გრიგალაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, მეწყერი იმ ადგილას ჩამოწვა, სადაც ახალი, #4 გვირაბი შენდება (რესტორან „ედემის“ მიმდებარედ). მისივე თქმით, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის