

გაერთიანებული წყალმომარაგების ხარაგაულის სერვისცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, უამინდობის გამო, მარელისი-ლეღვნის სათავიდან შემოსული წყალი ამღვრეულია და ამიტომ დ. ხარაგაულში მომხმარებლებს წყალი არ მიეწოდება.
ხარაგაულის სერვის ცენტრის მენეჯერის, ტარიელ ავალიშვილის ინფორმაციით, დ. ხარაგაულში მოსახლეობას წყალს გრაფიკით, საღამოს 20:00 საათიდან 22:00 საათამდე მიაწვდიან. ამისთვის ახლა წყალს ხარაგაულის ტერიტორიაზე განთავსებულ რეზერვუარებში აგროვებენ.
ცნობისთვის, ლეღვანი-ხარაგაულის წყალსადენის რეაბილიტაცია 2020 წლის აგვისტოში დაიწყო და 2022 წლის აგვისტოში დასრულდა. ამ პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლეღვნის წყალსადენის სათავე ნაგებობიდან დაბა ხარაგაულში შემომავალ 14-კილომეტრიან მაგისტრალს, ხოლო ხარაგაულში ორი ჭაბურღილი და სატუმბი სადგური მოეწყო.
ეს სამუშაოები სამშენებლო კომპანია „ლ და კ“-მ 3 916 930 ლარად შეასრულა.
ლეღვნის წყალსადენის სათავე ნაგებობაში ფილტრები არ დამონტაჟებულა. ამიტომ წვიმიან ამინდში წყალი იმღვრევა.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!