დღეს შენი დაბადების დღეა, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულო ვაჟკაცო.
სამშობლოს თავისუფლებას შეწირე ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე, ოჯახშეუქმნელმა ახალგაზრდამ. სამწუხაროდ, სამაჩაბლო და აფხაზეთი ისევ ოკუპატის ხელშია. ჯერ სამაჩაბლოში იბრძოლე, შემდეგ აფხაზეთის ომი გახდა შენთვის საბედისწერო. იმიერში გაიხარე, ძმაო არსენ.
ალბათ, დღეს ზაზა გლუნჩაძე, შენსავით გმირი ჩვენი სოფლიდან, შენს გვერდითაა და დაბადების დღეს გილოცავს.
დარწმუნებული ვარ, გასად 60 წლის იუბილეს მთელი რაიონი მოგილოცავს ბედნიერი ღიმილით, რატომ?უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენს საერთო ოკუპანტს დაამარცხებენ; თქვენ რომ დაიწყეთ ბრძოლა მათთან; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და თქვენც გაიხარებთ იმიერში.
გფარავდეს უფალი, ძამიკო. კიდევ ერთხელ გილოცავ 59 წლის იუბილეს, 29 წლის ვაჟკაცად დარჩენილო.
არსენ ბერაძე 1964 წელს დაიბადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში.
გმირულად დაიღუპა 1003 წლის 27 თებერვალს აფხაზეთის ომში, ოჩამჩირეში.
დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისათვის.
თამარ თაბუკაშვილი
პედაგოგი
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი