მეორე წელია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) ხარაგაულში სათავგადასავლო ტურ-თამაშები ტარდება.

წელს კონკურსში ოცდასამი სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

ხარაგაულის საჯარო სკოლების გუნდებთან ერთად შეჯიბრებაში ზესტაფონის #7, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის და იმერეთის სკაუტების ნაკრები გუნდები ჩაერთვნენ.

ტურ-თამაშების პირველი ეტაპი ხევში ქუცუმას მთაზე გაიმართა, ფინალური შეჯიბრი კი – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, მარელისის ხერგილზე.

ტურ-თამაშების მონაწილეები ხარაგაულის კინოთეატრში 12 ივნისს დაჯილდოვდნენ.

მეოთხე ადგილები გაიყვეს კიცხისა და საღანძილის საჯარო სკოლების გუნდებმა;

მესამე ადგილზე გავიდა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდი, მეორე ადგილზე – წყალაფორეთის საჯარო სკოლის გუნდი;

პირველი ადგილი წილად ხვდა ზესტაფონის #7 საჯარო სკოლის გუნდს.

ორგანიზატორების სიმპატიის პრიზი დაიმსახურეს მარელისის, ბაზალეთისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლების გუნდებმა.

ნომინაციაში „ყველაზე სწრაფები“ გაიმარჯვეს იმერეთის სკაუტების, ხევისა და ვახანის საჯარო სკოლების გუნდებმა.

ნომინაციაში „ინტელექტუალური გუნდი“ დაჯილდოვდნენ ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, თერჯოლისა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლების გუნდები.

ბონუს კონკურსებში გაიმარჯვეს ბორის, ლაშესა და მოლითის საჯარო სკოლების გუნდებმა.

„ყველაზე აზარტული“ გუნდის ტიტული მოიპოვეს წიფისა და ბორითის სკოლების გუნდებმა.

„ყველაზე მონდომებულ“ გუნდებად დასახელდნენ ხიდარის, ლეღვანისა და ვარძიის საჯარო სკოლების გუნდები.

tur-tamashebi (1) tur-tamashebi (2) tur-tamashebi (3)