დღის ცენტრი „ორიონი“ ეხმიანება ზესტაფონში ეკოსკვერის გახსნასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედია საშუალებებსა და ინტერნეტგვერდზებზე არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„ეკოსკვერის განმახორცილებელი არის ორგანიზაცია „ორიონი“, რომელიც ემსახურება შშმ პირებს და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. სწორედ ამ მიზნით და მერიის მხარდაჭერით, შეირჩა სკვერი, რომელიც ბავშთა და მშობელთა სასწავლო-სარეაბილიტაციო ცენტრის გვერდით მდებარეობს.
ვფიქრობთ, რომ საქართველოში ბევრგან არ მოიძებნება მუნიციპალიტეტი, სადაც ეკოსკვერის შექმნაში დღის ცენტრის შშმ ბავშვები სკოლის მოსწავლეებთან ერთად არიან ჩართულნი და ერთად სწავლობენ გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილებების უარყოფითი შედეგების შემცირების ღონისძიებებს.
აღნიშნული პროექტი, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და CENN – ის მიერ, ითვალისწინებდა სკვერში ჰელიო ნათურებისა და მზის პანელების დადგმას, ტოპიარების, ასევე დეკორატიული სკამების განთავსებას, ტუიების დარგვას, რაშიც მონაწილეობა მიიღეს ზესტაფონის N5, N2, N7, ზედა საქარის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, „ორიონის“ ბავშვებმა და პედაგოგებმა.
სკვერში არსებული ინფრასტრუქტურის მოწყობა უსასყიდლოდ განხორციელდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ზესტაფონის მერიას და მერს ბატონ ვასილ გველესიანს.
„ორიონი“ ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში, რომელმაც დაარღვია სტიგმა საზოგადოებაში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შეუქმნა ისეთი გარემო, სადაც ისინი თავს საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად გრძნობენ.
ამის განხორციელებაში რიგითი ზესტაფონელები, მშობლები, პედაგოგები, ორგანიზაციები და მათ შორის ისეთი მასშტაბის კომპანია დაგვიდგა გვერდით, როგორიც არის „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანა. ამ ქარხანას წლების განმავლობაში სწორედ ბატონი ვასილ გველესიანი ხელმძღვანელობდა. ის გახლდათ პირველი, რომლის მხარდაჭერით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, – ადაპტირებული ეტლების მინისაამქრო გაიხსნა იმერეთის რეგიონში და სხვა არაერთი პროექტი განხორციელდა.
გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ მეტი სოლიდარობა გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ და გვერდით დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც, თქვენის აზრით, მეტად „უმნიშვნელო“, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვან პროექტს მხარი დაუჭირეს“, – წერს სოციალურ ქსელში დღის ცენტრ „ორიონის“ ადმინისტრაცია.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
„ორიონის“ სპექტაკლი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი