ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 22 მარტს რიგგარეშე სხდომაზე მერიის მიერ წარდგენილი 5 საპროექტო წინადადება მოიწონა – ბორითის, კიცხის, სარგვეშის, ნებოძირის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ლეღვანში საუბნო გზების (ქვიანთის უბანი, ჭინალის უბანი, კაჟნარი-კოდაბოლოს უბანი) მოწესრიგება.
„მოწონების შემდეგ რამდენ ხანში ხდება პროექტის განხორციელება“? – დაინტერესდა საკრებულოს წევრი ქეთევან ზუმბაძე.
„მოწონების შემდეგ პროექტებისთვის სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციას მოვამზადებთ, ხოლო ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერებს სამუშაოების შესასრულებლად. მაქსიმალურად მიდის მუშაობა თანხების მოძიებაზე. ამ პროექტებიდან ზოგიერთი რგფ-ს, ხოლო ზოგი სხვა ფონდებს წარედგინება“, – აღნიშნა სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე შარიქაძემ.
„ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტი გზების მშენებლობაა. ამ შემთხვევაში იცით, რომ საპროექტო წინადადებები იხილება სამხარეო საბჭოსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. რეკომენდაცია არის, რომ პრიორიტეტი იყოს სასმელი წყლის სისტემა. მაგალითად, სოფელ სარგვეშში სასმელი წყალი 7 კილომეტრიდან მოჰყავთ, არის წყლის დებეტი და საჭიროა ამ სისტემის კაპიტალურად გაკეთება“, – ამბობს მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი.
„საკრებულოში შემოდის პროექტები, ვიწონებთ და შემდეგ არაფერი, – ამბობს საკრებულოს წევრი კობა გოგსაძე, – მგონია, რომ ჩვენს მიერ მოწონებული პროექტების „გადაწონება“ მიდის შემდეგ.
წლის დასაწყისში, როცა პროექტები მოვიწონეთ ვთქვით, რომ ეს პროექტები ტერიტორიული ერთეულების მიხედვით გაკეთებოდა. ჯერ ბორითი ვთქვათ, შემდეგ ხუნევი, ვარძია და ა.შ. ახლა პრიორიტეტები შეცვლილია. ამიტომ ამ პროექტებს არ ვიწონებ“.
საკრებულოს წევრი, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშილი ამბობს, რომ 2-3 წლის წინ სოფლებში გაკეთებული გზები უკვე დანგრეულია. ამიტომ საჭიროა მეწყერსაშიში რელიეფისთვის შესაბამისი პროექტები მომზადდეს და გზებიც იმის მიხედვით დაიგოს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი