ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთი სკოლა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პროექტში – „სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო აუდიტის პრაქტიკის განვითარება“ ჩაერთვნენ.
18-20 მარტს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, ხარაგაულის #2, #3, მარელისისა და საღანძილის სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ბაკურიანში ჩაუტარდათ ტრენინგი სამოქალაქო აუდიტის შესახებ.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცვნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადგილობრივი ბიუჯეტი, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯარო ინფორმაციასთან მუშაობა, აუდიტის ტიპები, სამოქალაქო აუდიტის ჩატარების ტექნიკა.
სამოქალაქო აუდიტის ჩატარების მეთოდი საქართველოში თავდაპირველად შვედეთის ინსტიტუტისა და მალმოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით შემუშავდა.
აქტივობის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ითამაშეს „არჩევნეთი“ (Electionville) და აიმაღლეს ცნობიერება მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ, გაიუმჯობესეს შესაბამისი უნარები.
ტრენინგს უძღვებოდნენ ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და რეგიონული მდგრადი განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები – შალვა ჩხეიძე და ზურა გამთენაძე.
პროექტი – „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო აუდიტის პრაქტიკის განვითარება“ – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი