

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის გადასახურად გამოცხადებულ ტენდერში 54 570 ლარად შპს „თენაბა 2015“-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები დღეს, 21 მარტს, უნდა დასრულებულიყო.
ადმინისტრაციულ შენობაში წყალი დღემდე ჩამოდის.
შპს „თენაბა 2015-ის“ დირექტორი ნიკოლოზ მღვდელაძე განმარტავს, რომ ამ შენობის გადახურვის სამუშაოები დაწყებულია.
„ძველი სახურავი მოხსნილია, შენობის სახურავზე ბეტონის საფარი მოვაწყვეთ და წყალი ამიტომ ჩამოვიდა. მარტში სულ ცუდი ამინდები დაემთხვა და გადახურვა ვერ მოვასწარით. მერიას სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივებისთვის განცხადებით მივმართეთ. იმედი მაქვს, ამინდები ხელს შეგვიწყობს და სამუშაოებს მალე მოვრჩებით“, – ამბობს ნიკოლოზ მღვდელაძე.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას