

ერთი თვე მიმდინარეობდა ხარაგაულის სპორტულ დარბაზში „მხიარული სტარტები“. სპორტულ შეჯიბრში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცი სკოლა მონაწილეობდა.
ფინალში, 10 ივნისს, ერთმანეთს ხევისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ. დაძაბულ ორთაბრძოლაში ხეველებმა გაიმარჯვეს.
„მხიარული სტარტები“ გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) ორგანიზებით ჩატარდა.
ხევის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი მარლენ გრიგალაშვილი ამბობს, რომ „მოსწავლეები სპორტული შეჯიბრისათვის ძალიან მონდომებით ემზადებოდნენ და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. აუცილებელია ასეთი სახის შეჯიბრებები სისტემატიურად იმართებოდეს. ამით ბავშვებს ძლიერი მოტივაცია ექმნებათ, რათა მეტი ინტენსივობით დაკავდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით.“
გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე დადებითად აფასებს მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების გააქტიურებას და ამბობს, რომ „კულტურულ-გამაჯანსაღებელ პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფიზიკური და სულიერი განვითარებისათვის.“
ხევის სკოლის გუნდის კაპიტანი ლევან გორგაძე აღფრთოვანებულია გამარჯვებით: „ძალიან კარგი პროექტია. ვიმედოვნებ, მომავალშიც შევინარჩუნებთ ჩემპიონობას.“
პროექტის ორგანიზატორ ხათუნა ტაბატაძის შეფასებით, „წელს ძალიან მომზადებული გუნდები ჩაერთვნენ „მხიარულ სტარტებში. განსაკუთრებით გამოვარჩევ ვაშლევის სკოლის გუნდს, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა. სამომავლოდ ვფიქრობთ, პროექტი განვახორციელოთ ახალგაზრდულ ჯგუფებში ზონების მიხედვით. თუ წელს შევიძინეთ ახალი ინვენტარი, შემოდგომაზეც აუცილებლად ჩავატარებთ ამ შეჯიბრებას სკოლებს შორის. მადლობა სპორტსკოლას, რესურსცენტრს, კულტურის სამსახურსა და კულტურის ცენტრს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა „მხიარული სტარტების“ მომზადებაში,“ – აღნიშნა ხათუნა ტაბატაძე.
თამთა გოგოლაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).