

გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 21 მარტის 23:00 სთ-დან 22 მარტის 02:00 სთ-მდე სენაკი-თბილისის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
22 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე კი ამავე გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისი-სენაკის მიმართულებებით აიკრძალება.
გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის – გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე;
თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი-თბილისის მიმართულება – გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას