„დათო, გულს გაუფრთხილდი…“ – უთქვამს დათო ტურაშვილისთვის იმ 78-ტთაგან ერთ-ერთს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა და რაც ხალხი – მათ შორის, დათოს შვილებიც – გაზით და წყლით გვემეს 3 დღის განმავლობაში…
როგორი ფარისევლობაა ამ „პოლიტიკის მიღმიერ ადამიანურობაში“, არაგულწრფელობა და ადაპტაციის ნაწრთობი უნარი – ყოველი შემთხვევისთვის, ყველა ბუდეში რომ უნდა ჩაიდოს კვერცხი…
ერთი მხრივ, სისტემაშიც რომ ხარ, სადაც ადამიანს მთელი ცხოვრების ღვაწლს და მიზანს უმარხავენ დასავლეთის განდევნის მცდელობით საქართველოდან და მეორე მხრივ, კომუნიკაციის პერსონალურ გზებს რომ არ ჭრი გვიან-საბჭოური ინტელიგენციის წესისამებრ. მაგრამ აღარ გამოვა ეს ორმაგობა…
გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას და მის მომავალს. გულის გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, არათუ ადამიანზე, ერთი ღილაკით არ გამოდის… ან აჭერ ან არ აჭერ. ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ. ახლა ასეთი დროა, – წერს სოციალურ ქსელში ლაშა ბუღაძე, ქართველი მწერალი, დრამატურგი.
შეგახსენებთ, რომ მწერალი დათო ტურაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში მე-17 სართული“ გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი