

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, წიფის საჯარო სკოლაში სამედიცინო კაბინეტის აქტივობა – „იმოქმედე ჯანმრთელი პირის ღრუსათვის“ გაიმართა.
აქტივობაში მონაწილეობდნენ I-VI კლასების მოსწავლეები. წიფის სკოლის ექთანი ნინო ღამბაშიძე მოსწავლეებს პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ესაუბრა და აუხსნა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ პირის ღრუს ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების განმავლობაში.
პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე პირველად ოფიციალურად 2007 წლის 12 სექტემბერს აღინიშნა. იგი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის დამფუძნებლის, დოქტორ ჩარლზ გოდონის დაბადების დღეს უკავშირდებოდა. თუმცა სტომატოლოგთა გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან კამპანია 20 მარტს ტარდება, რადგან:
წიფის სკოლაში გამართული აქტივობის ფარგლებში მშობლებისთვის მომზადდა ბუკლეტები – „იმოქმედე ჯანმრთელი პირის ღრუსათვის“. პირველკლასელებს, აქტივობაში მონაწილეობისათვის, საჩუქრები გადაეცათ.
ჯანმრთელი მომავალი ჩვენ პატარებს.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას