ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-5- მე-7 კლასების მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. მათ წარმოგვიდგინეს ნაწყვეტები აკაკი წერეთლის ნაწარმოებიდან „ჩემი თავგადასავალი“,  წაიკითხეს აკაკის ბრძნული გამონათქვამები, ლექსები და პოეტის მოგონებები, შეასრულეს პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები და ნაწყვეტები აკაკი წერეთლის პოემებიდან.

კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებთ ყველამ ერთად მოვისმინეთ ლექსი „განთიადი“ ავტორის შესრულებით. ღონისძიების დასასრულს ვიხილეთ სლაიდშოუ, აკაკის ცხოვრების ამსახველი კადრებით.

მასწავლებელ ნაზი ჭიპაშვილის, თქმით, მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს ამ ღონისძიების გამართვის სურვილი. „მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასების მოსწავლეებს ჯერ სიღრმისეულად არ აქვთ შესწავლილი აკაკის შემოქმედება. ამიტომ ისინი გაეცვნენ პოეტის ლექსებს, ავტობიოგრაფიასა და მოგონებებს. ამით გაიმდიდრეს ცოდნა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.“

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა მეექვსე კლასის ხელმძღვანელი რუსუდან თაბაგარი.

me-2 skolis ghonisdzieba (5) me-2 skolis ghonisdzieba (3) me-2 skolis ghonisdzieba (2) me-2 skolis ghonisdzieba (1)