ინდივიდუალური მეწარმეებისა და სტარტაპერებისთვის ბრენდინგისა და მარკეტინგის უფასო პრაქტიკული კურსები, პროექტი GRETA | მწვანე ეკონომიკის ფარგლებში, საქართველოს სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში – ამბროლაურში, წყალტუბოსა და მესტიაში, 2023 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდება.

კურსებზე რეგისტრაცია ყველა მსურველს, QR კოდის დასკანერებით შეუძლია. მონაწილეები დაესწრებიან მარკეტინგისა და კომუნიკაციის, ბრენდინგისა და ბრენდის პოზიციონირების, მერჩენდაიზინგისა და შეფუთვის, სტრატეგიული დაგეგმვის, ექსპორტისა და მოლაპარაკების ხელოვნების ლექციებს, რაც დამწყებ მეწარმეებს საშუალებას  მისცემს სწორად განათავსონ საკუთარი პროდუქტი და სერვისი, განსაზღვრონ მისი ფასი და კომუნიკაციის სტრატეგია.

ტრენინგები ამ ლოკაციაზე, 6 მოდულად ჩატარდება, თითოეულ მოდულს კი 6 საათი დაეთმობა.

  • ამბროლაური – სასტუმრო ციბენა – 18, 19, 20, 21 მარტი. 1, 2 აპრილი. (11:00 – 18:00)
  • წყალტუბო – სასტუმრო წყალტუბო პლაზა – 25, 26, 27, 28 მარტი. 3, 4 აპრილი.(11:00 – 18:00)
  • მესტია – სასტუმრო გისტოლა – 1, 2, 3, 4, 5, 6 აპრილი. (11:00 – 18:00)

ლექციებს სპეციალურად შერჩეული დარგის ექსპერტები წაიკითხავენ. მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს კითხვებზე პასუხი რეალური მაგალითებიდან მიიღონ.

ლექტორებისა და გუნდის მთავარი მიზანი მონაწილეებისთვის მაქსიმალურად მარტივი და მკაფიო კომუნიკაციაა, რათა პროდუქტის შექმნის სრული ციკლის შესახებ სწორი წარმოდგენა შეექმნათ.

კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს დაინახონ საკუთარი პოტენციალი, საკუთარი პროდუქტის პოზიციონირებისა და სწორი კომუნიკაციის კუთხით. ისწავლიან, რისი გაკეთება შეუძლიათ ნულოვანი ბიუჯეტით, კრეატიულობის, ციფრულ სამყაროში არსებული უფასო ხელსაწყოების, პარტნიორებისა თუ სხვა უკვე არსებული დიდი კომპანიების დახმარებით, რომლებიც მცირე ბიზნესებს უწყობენ ხელს.

ტრენინგების ორგანიზატორი კომპანიაა ALICE Q.

პროექტი GRETA | მწვანე ეკონომიკა – საქართველოში 2018 წლიდან ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

 

საკონტაქტო პირი:
ანი გურგენიძე
+995 577 070 890