

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მიერ საერთო კრებებზე 178 პროექტი შეირჩა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ამჟამად ამ პროექტების საკრებულოსთვის წარსადგენად ემზადებიან.
„სოფლის კრებებზე შერჩეული პრიორიტეტებისგან მოვამზადეთ კონკრეტული ნუსხა, რომელიც უახლოეს დღეებში საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ამის შემდეგ ველოდებით მთავრობის განკარგულებას, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ფორმით მოხდება პროექტებისა და სამუშაოების შესყიდვა. წინა წლებში, დაპროექტებასა და სამუშაოების შესყიდვას ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ვახორციელებდით.
წელსაც, ისევე როგორც შარშან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ 890 ათას ლარს ადგილობრივი თვითმმართველობა, თანადაფინანსების სახით, თანხას დაამატებს.
თანადაფინანსება შეეხება იმ პროექტებს, რომლებიც ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ამ კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად არასაკმარისია; მაგალითად, მოსახლეობა თუ პრიოტიტეტად ირჩევს სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სოფლისათვის გამოყოფილი თანხა მხოლოდ წყლის სათავე ნაგებობის მოსაწყობადაა საკმარისი. ვინაიდან წყლის სისტემის მოწესრიგება უმნიშვნელოვანესია, ჩვენ თანადაფინანსების სახით დავამატებთ თანხას, წყლის მილების შესაძენად“.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი