მუნიციპალური განვითარების ფონდმა იმერეთის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთაშუაში და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობისათვის 5 164 986 ლარია განსაზღვრული.
ტენდერში წინადადებების მიღება 20 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება.
საბავშვო ბაღები ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, უნდა აშენდეს და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჯერ დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს, ხოლო შემდეგ, მის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოები უნდა განახორციელოს.
საპროექტო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა მომზადდეს, ხოლო საბავშვო ბაღების მშენებლობა 11 თვეში უნდა დასრულდეს.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას გეგმავს.
ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 35 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები უკვე გამოაცხადა.
ფოტოზე: სოფელ კიცხის საბავშვო ბაღი
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი