

დღეს, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტში 11:45 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი იქნება – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდება“.
პარლამენტის აპარატი იუწყება, რომ 10 მარტს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. პარლამენტში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან.
გუშინ, 9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
დღეს, 10 მარტს, პარლამენტის სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვა იგეგმება.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,