

დღეს, 2 მარტს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში საესტრადო მუსიკისა და მხატვრული კითხვის წრეების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა წრეების პედაგოგებთან – დარეჯან გვაძაბიასთან და ლალი შარაშიძესთან ერთად დედებისადმი მიღვნილი სიმღერები და ლექსები შეასრულეს. წარმოადგინეს რამდენიმე მხატვრული ნომერი და დედებს 3 მარტი მიულოცეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ გამოცხადებული კონკურსის „სიცოცხლის საწყისი“ საუკეთესო ვიდეორგოლების ავტორები გამოვლინდნენ. კონკურსში რვა მონაწილე ჩაერთო.
სოციალურ ქსელში ყველაზე ბევრი მოწონება ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიკა ბარბაქაძის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლმა დაიმსახურა, ხოლო ჟიურის გადაწყვეტილებით ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლეების გიორგი მდივნიშვილისა და ნათია კაციტაძის მიერ მომზადებულმა ვიდეორგოლმა გაიმარჯვა.
გამარჯვებულებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისგან საჩუქრები გადაეცათ.
თამთა გოგოლაძე
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას