ადგილობრივ თვითმმართველობებს მიეცემათ იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის უფლება, რომლებიც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ იმყოფება და ქალაქის/დაბის იერსახეს ამახინჯებენ ან უსაფრთხოების კუთხით პრობლემას ქმნიან.
ამის შესახებ „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი მზადდება. ამ მიმართულებით აუცილებელ სამუშაოებს მუნიციპალიტეტები უკვე მიმდინარე წელს დაიწყებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არაერთი უსახური შენობაა, რომელიც დემონტაჟს ან რემონტს საჭიროებს.
რომელი შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟი დაიგეგმება, ამ საკითხის გასარკვევად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს დავუკავშირდით.
„ჩვენ ასეთი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის გეგმას გავაკეთებთ და პრიორიტეტულობას გამოვკვეთავთ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – საბოლოო გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებთ.
პირველ რიგში, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობები უნდა გადმოგვეცეს, რომ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩავუტაროთ.
უფრო სერიოზულად დგას იმ უსახური თუ საფრთხის შემცველი შენობების საკითხი, რომლებიც კერძო პირების საკუთრებაშია ან მესაკუთრის ვინაობა დასადგენია. ასეთი ტიპის საკუთრებაზე პასუხისმგებლობა მფლობელებს ეკისრება და მათ უნდა მოუარონ. თუ ამას წლებია ვერ ახერხებენ, ასე უსასრულოდ ხომ ვერ გაგრძელდება?! ამ კუთხითაც გადაწყვეტილებები იქნება მისაღები.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საქმეს გარკვეული ფინანსური უზრუნველყოფა დასჭირდება.
ხარაგაულის 2023 წლის ბიუჯეტში ამ ტიპის სამუშაოებისთვის თანხები მინიმალური რაოდენობით დაიგეგმა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ შესაბამის სამინისტროსთან გავივლით კონსულტაციებს იმის შესახებ, თუ რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს.
იმედია, დახმარებასაც გაგვიწევენ ამ მიმართულებით, რადგან ჩვენი საბიუჯეტო შესაძლებლობები ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც ამ კუთხით არსებობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სამწუხაროდ, ვერ გასწვდება. დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან, ან სხვადასხვა ფონდებიდან დახმარებებას გაგვიწევენ“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: საბაგიროს უფუნქციო შენობა ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი