სს ენერგო-პრო ჯორჯიადან მიღებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში სს ენერგოპრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს.

ზესტაფონი/ხარაგაული. 12 ივნისს 11:00-დან 16:00 სთ-მდე დაგეგმილია მ/ძ ელექტროგადამცემი ხაზების  „ხარაგაული-1“, „მზიგულა-1“ და „ულევი-35“ გამორთვა სახაზო გამთიშველის მონტაჟის მიზნით. მითითებულ დროს ძაბვა შეუწყდებათ ქ/ს “შროშას” (სოფ. შროშა, საწაბლე, ძირულა, პატ.განთიადი და დიდი განთიადი), „საქასრიას“ (სოფ. ბორითი, უბისა, ღორეშა, საქასრია, მაქათუბანი, გედსამანია, ბჟინევი, გრიგალათი, ვერტყვიჭალა, ნადაბური, ციცქიური, წაქვა, ხევი, ხუნევი), „ბოსლევს“ (სოფ. ბოსლევი, რკვია, ქვედა საზანო ნაწილ.), “დილიკაურს” (სოფ. დილიკაურის და ბოსლევის ნაწილი) და „ფუთს“ (სოფ. ფუთი).

ზესტაფონი. 10 ივნისს 11:00-დან 14:00 სთ-მდე ქ/ს „ფერო-220“-ში დაგეგმილია 10კვ. გამანაწილებელი მოწყობილობის გამორთვა ტესტირების მიზნით. მითითებულ დროს ძაბვა შეუწყდება 10კვ. აბონენტებს სოფლებში კვალითი და ცხრაწყარო.

უამინდობის შემთხვევაში დაგეგმილი სამუშაოები გადაიდება.