

განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის (ხელმძღვანელი ლალი სებისკვერაძე) ინიციატივითა და ორგანიზებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების პირველი-მეექვსე კლასების მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარდათ.
ლალი სებისკვერაძის ინფორმაციით, ტრენინგები სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი მასწავლებლებისთვის მოეწყო. ამ მიზნით მან სკოლებში წინასწარ დაარიგა კითხვარები და მასწავლებლებმა თავად აირჩიეს საგნები.
ლალი სებისკვერაძის თქმით, პირველ-მეექვსე კლასებში ყველაზე მეტმა მასწავლებელმა მოითხოვა ტრენინგი ქართულ ენაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
ტრენინგებს ჯიპრაიდისა და მასწავლებელთა სახლის მაღალკვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ. ქართულ ენაში ტრენინგი ჩაატარა მაია ლორთქიფაძემ, საბუნებისმეტყველო საგნებში – ლია თევზაძემ, მატემატიკაში – მევლუდ ბარდაველიძემ.
ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალა.
ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მაია ჭიპაშვილი ამბობს, რომ ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია დაეხმარება საგნობრივი გამოცდის ჩაბარებაში: „ბევრი რამ ვისწავლე როგორც საგანთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გამოცდის დროს. საკმაოდ მრავლისმომცემი ტრენინგებია და დამეხმარება სირთულეების დაძლევაში.“
სამ საგანში ტრენინგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების პირველი-მეექვსე კლასების 90-ზე მეტმა მასწავლებელმა გაიარა.
განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლალი სებისკვერაძის ინფორმაციით, მასწავლებელთა გამოკითხვის საფუძველზე ხარაგაულში იგეგმება ტრენინგი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის. ტრენინგი ორ დღეს გასტანს და 13-14 ივნისს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ჩატარდება. ტრენერად მოწვეულია ეკა გოგილაშვილი.
ნინო კაპანაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).