

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის სკოლის გუნდი საზოგადოებრივი მაუწყებლის ლიტერატურულ-შემეცნებით გადაცემაში „წიგნების თარო“ მონაწილეობდა.
ამ გუნდის წევრები – მარიამ ბერაძე, გვანცა პავლაძე და ნინო მუმლაძე თბილისის #123-ე სკოლის გუნდის წინააღმდეგ თამაშობდნენ. ბლიც-ტურში მარიამ ბერაძემ საკმაოდ კარგად იასპარეზა.
რატომ გადაწყვიტა „წიგნების თაროში“ მონაწილეობა, – ამის შესახებ გუნდის ერთ-ერთი წევრი მარიამ ბერაძე გვიამბობს.
„მას შემდეგ, რაც სატელევიზიო სივრცეში „წიგნების თარო გამოჩნდა, მუდმივად თვალს ვადევნებდი, – ამბობს მარიამ ბერაძე, – ვგულშემატკივრობ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ლიტერატურა უყვართ.
გადავწყვიტე, როგორც კი ასაკი ამის შესაძლებლობას მომცემდა, გადაცემაში მონაწილეობისთვის დავრეგისტრირებულიყავი.
„წიგნების თარო“ გახდა ჩემთვის მოტივატორი, რომ წამეკითხა უამრავი წიგნი და ცოდნა დამეგროვებინა. მეათეკლასელს მომეცა შანსი და ჩემს მეგობრებთან ერთად გადაცემაში მონაწილეობა მივიღე.
„წიგნების თაროში“ ბორის სკოლის გუნდის დებიუტს დადებითად ვაფასებ. ამ გადაცემის შემდგომ სეზონშიც აუცილებლად ჩავერთვები“.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,