

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „მსოფლიო მოქალაქეების“ მიმართვა სრულიად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას!
ჩვენი კლუბის სახელით მოგმართავთ და უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გაიმეტებთ საკუთარ ცხოველებს, – ამ შემთხვევაში ძაღლებს, ქუჩისთვის, უპატრონობისთვის, მიუსაფრობისთვის, ნუ დაარღვევთ ცხოველთა უფლებებს, რათა შემდგომში მათ არ დაარღვიონ ადამიანთა უფლებები (მოგეხსენებათ, დაბა ხარაგაული სავსეა ასე გაურკვეველი მიმართულებიდან მოყვანილი და ქუჩაში გამოყრილი ცუგებით, რომლებსაც შიათ, ცივათ…).
მათ, უბრალოდ, სითბო და სიყვარული სჭირდებათ. სჭირდებათ ადამიანი, რომელსაც პატრონად აღიქვამენ.
ნუ მოექცევით მათ ასე უმოწყალოდ! ნუ გაუშვებთ! ქვას ნუ ესვრით და ნუ გარიყავთ მათ! უბრალოდ, შეიბრალეთ და ეცადეთ მათი შეყვარება!
კლუბის სახელით, რეზი კურტანიძე, ნატალი ბუაჩიძე, მარიამ ბუაჩიძე
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას