პირველად საქართველოში, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ წარმატებული მეწარმე ქალები გამოავლინა.
ნომინაციაში „2022 წლის წარმატებული მეწარმე ქალი“ გაიმარჯვა „სკიჯის სახლის“ დამფუძნებელმა დარეჯან ბერძენიშვილმა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლს“ მართავს და, წლებია, აგროტურიზმითა და მეჩირეობითაა დაკავებული.
ეკომეგობრული ბიზნესისთვის ჯილდო ველოსიპედების მაღაზია-სახელოსნოს, „ჰიპო ველოს“ დამფუძნებელმა, ვერიკო ბაზალმა მიიღო.
ახალგაზრდა მეწარმე ქალის ნომინაციაში თხილის საწარმოსა და „თამარას მარწყვების“ დამფუძნებელი თამარ ძანძავა დაჯილდოვდა.
საპატიო პრიზი მიიღო ალინა პასტუხმა, რომელიც პირველი მომხმარებელია, ვინც „კრისტალში“ სპეციალურად უკრაინელი ლტოლვილებისთვის შექმნილი პროდუქტით ისარგებლა.
ამავე ღონისძიების ფარგლებში „კრისტალმა“ და აზიის განვითარების ბანკმა (ABD) საფონდო ბირჟაზე ორწლიანი გენდერული ობლიგაციები განათავსეს. ეს მიზნად საქართველოში ქალი მეწარმეების განვითარებასა და ხელშეწყობას ისახავს. „კრისტალმა“ გენდერული ობლიგაციები უკვე მეორედ გამოუშვა.
კომპანია პირველი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც 2019 წელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ქალებისთვის განკუთვნილი 15 მილიონი ლარის ღირებულების გენდერული ობლიგაციები (Women Corporate Bonds) გამოუშვა. შედეგად, ათასობით ქალს ეკონომიკური განვითარებისა და კაპიტალზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა მიეცა.
ფოტოზე: ჯილდოვდება წლის ქალი მეწარმე დარეჯან ბერძენიშვილი
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი