ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლმა პრობლემები შექმნა.
ზოგიერთ სოფელში გზები გაუწმენდელია და მიკროავტობუსებმა, რომლებიც სკოლებს ემსახურებიან, ყველგან მისვლა ვერ შეძლეს. თუმცა, სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტში მოქმედ 26-ვე სკოლაში მიმდინარეობს. ხარაგაულის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრზე მეტია.
დ. ხარაგაულის სკოლებში მოსწავლეები ბაზალეთიდან და თეთრაწყაროდან ვერ მივიდნენ.
გზა გასაწმენდია სოფელ წიფაში, ღორეშაში, ლეღვანში, მოლითისა და ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში. მაღალგამავლიანი მანქანებით მოძრაობა ყველა სოფელში შესაძლებელია.
წიფის სკოლაში სოფელ წიფადან 8 მოსწავლე ვერ მივიდა, რადგან მიკროავტობუსმა, გაუწმენდელი გზის გამო, მისვლა ვერ შეძლო.
მოლითის სკოლას მიკროავტობუსი და „პიკაპი“ ემსახურება. ამ სკოლის დირექტორი როლანდი ცუცქირიძე ამბობს, რომ „მოსწავლეების ტრანსპორტირება „პიკაპით“ განხორციელდა. გზა არ არის გაწმენდილი, თუმცა რწმუნებულს შტაბთან აქვს კავშირი. რა წუთშიც დადგება ორხიდიანი მანქანების გადაადგილების პრობლემა, გზა გაიწმინდება“.
„გედსამანიის სკოლაში მასწავლებლები დღეს ხუნევიდან ფეხით ამოვიდნენ, – ამბობს ხუნევის სკოლის დირექტორი გოჩა ჩადუნელი, – ტრაქტორისტი გაფრთხილებულია, საწვავი ხუნევში უკვე მოიტანეს და გზის გაწმენდა მალე დაიწყება“.
ღორეშის სკოლის დირექტორმა ქეთევან ბარბაქაძემ მაღალგამავლიანი მანქანა გაგზავნა მარიამწყაროდან, კვადოურიდან და სარგვეშიდან მოსწავლეების სკოლამდე მოსაყვანად.
ლეღვანის სკოლაში მოსწავლეები ფეხით მივიდნენ, რადგან როგორც სკოლის დირექტორი მანანა კიკვაძე ამბობს, მიკროავტობუსის გადაადგილება სოფლის გზაზე ახლა უსაფრთხო არაა.
რომელ სოფლებშია გზები თოვლისგან გასაწმენდი და რა ღონისძიებებს ატარებს ადგილობრივი ხელისუფლება, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ. მისგან მოპოვებული ინფორმაციით:
„ამჟამად გაწმენდილია დ. ხარაგაულის ცენტრალური ქუჩა, ძირულა-ხარაგაულის, საღანძილე-მარელის, ვანის საავტომობილო გზები.
გზის გაწმენდა მიმდინარეობს ბაზალეთში, ღარიხევში, ღორეშაში, კიცხში, წყალაფორეთსა და ხიდარში, ჩუმათელეთიდან ფონას მიმართულებით, ძირულას ხეობის სოფლებში, ბაზალეთი-სარგვეში-უბისას მიმართულებით.
გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს მუნიციპალიტეტის კუთვნილი ორი ტრაქტორი და გრეიდერი, დანარჩენი ტექნიკა კონტრაქტორი კომპანიისა, რომელიც „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებამ“ დაიქირავა“.
ფოტოზე: ხარაგაულის ცენტრალური ქუჩა
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი