პაპილომავირუსზე უფასოდ ვაქცინაციის ასაკი გაიზარდა 26 წლამდე. ეს ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ნამდვილი საჩუქარია, რადგან ფასიანი ვაქცინის კურსი ათასობით ლარი ჯდებოდა და თანაც რთული საშოვნელი იყო, – წერს სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, – ამ შანსის არ გამოყენება არ შეიძლება, რადგან ეს არის ქალებისთვის უმნიშვნელოვანესი ვაქცინა. ის იცავს ქალთა სიკვდილობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზის – საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. ანუ, ეს არის ვაქცინა სიმსივნის წინააღმდეგ!
ვაქცინა იცავს პაპილომავირუსების მაღალი რისკის (ანუ კიბოს გამომწვევი) ყველაზე ხშირი ტიპებისგან.
ამ ვაქცინის ირგვლივ ბევრი უსაფუძვლო მითი არსებობს. ერთ-ერთი მითი (რომლის გავრცელებაშიც, სამწუხაროდ, ზოგიერთი ექიმიც მონაწილეობს) არის ის, რომ ეს ვაქცინა იწვევს უშვილობას. ასობით კვლევა ადასტურებს, რომ პაპილომავირუსის ვაქცინასა და უშვილობას შორის კავშირი არ არსებობს.
ეს ვაქცინა, უკვე ოცი წელია, გამოიყენება ბევრ ქვეყანაში. მილიონობით აცრილ ქალს შორის უშვილობის რაიმე გაზრდილი მაჩვენებელი არ აღინიშნება.
ამიტომ, სანამ ვინმეს ამ არგუმენტით გადავაფიქრებინებთ იმ ვირუსზე აცრას, რომელიც კიბოს იწვევს, დავფიქრდეთ, რის საფუძველზე ვიღებთ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას და ადამიანს კიბოს რისკის წინაშე ვაყენებთ. უბრალოდ ყურმოკრული და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გამო სხვა ადამიანის სიცოცხლეს ნუ ჩავაყენებთ საფრთხის ქვეშ.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი