

ამ წუთებში ხარაგაულის სპორტულ დარბაზში მაგიდის ჩოგბურთში მოსწავლეებს შორის ღია პირველობა მიმდინარეობს. ამ შეჯიბრების ორგანიზატორია ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი (დირექტრი რევაზ შერგელაშვილი).
ღია პირველობაში 36 ვაჟი და 17 გოგო მონაწილეობს. ამ შჯიბრებაში ჩაერთენ – ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, ხარაგაულის #2, ხარაგაულის #3, ვერტყვიჭალის, უბისის, ბორის, კიცხის, ხიდრის, ლეღვნის, მოლითის სკოლების მოსწავლეები და ზესტაფონის სპორტსკოლის ნორჩი სპორტსმენები.
მაგიდის ჩოგბურთის წრე ხარაგაულის სპორტსკოლასა და ბორის სკოლაში ფუნქციონირებს.
გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,