

ქუთაისში 21 მაისიდან მიმდინარეობს ფესტივალი „თეატრალური იმერეთი.“ ფესტივალში ქუთაისიდან ჩართულია მესხიშვილის, ახალგაზრდული და ნიღბების თეატრები; მონაწილეობენ ვანის, ჭიათურის, ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლის, საჩხერის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიისა და ხონის თეატრები.
5 ივნისს მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე ფესტივალს ხარაგაულის სახალხო თეატრი დახურავს. თეატრალური დასი სპექტაკლით, „დარისპანის გასაჭირი“, წარდგება მაყურებლის წინაშე. რეჟიროსი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ დასი განსაკუთრებულად ემზადება ქუთაისელ მაყურებელთან შესახვედრად. „ხარაგაულის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალური ფესტივალის 2012 წლის გრან-პრის მფლობელია. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ისე, როგორც ეკადრება საუკუნოვან თეატრს, თუმცა, პროფესიულ დასებთან ერთად კონკურსში მონაწილეობა არ არის იოლი.“
წარმატებები ვუსურვოთ ხარაგაულის სახალხო თეატრს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,