ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში პროექტი „მოზარდი და დანაშაული“ (პროექტის ავტორები ლენა აბაშიძე, დოდო ლილუაშვილი) ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს დისკუსია, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები, მშობლები, პოლიციელები და სკოლის ექიმი მონაწილეობდნენ.
ვერტყვიჭალის სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე ამბობს, რომ პროექტის განხორციელებისას ახალგაზრდებს შეკითხვები გაუჩნდათ და გადაწყვიტეს, სკოლაში სამართალდამცავი და ექიმი მოეწვიათ. მოსწავლეები დაინტერესდნენ, თუ რა სასჯელია გათვალისწინებული არასრულწლოვანი დამნაშავისთვის და რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს პოლიცია, რომ მოზარდი დამნაშავე არ გახდეს.
მოსწავლეებმა სკოლის ექიმისგან მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ მშობლები.
შეხვედრას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამ სასკოლო პროექტის მონაწილეები გეგმავენ, რომ მსგავსი დისკუსია თემაზე „მოზარდი და დანაშაული“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის მოსწავლეების ჩართულობით მოაწყონ.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი