

დღეს, 6 თებერვალს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2020-2021 წლის კურსდამთავრებული მედალოსნები დააჯილდოვეს. ყველა მათგანი დღეს უმაღლესი სასწავლებლების მეორე კურსის სტუდენტია.
კურსდამთავრებულებს მედლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა, საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ და განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლალი სებისკვერაძემ გადასცეს.
„მინდა მოგილოცოთ ეს ჯილდო. ეს არის თქვენი დაუღალავი შრომისა და ნიჭიერების შედეგი, წარმატება აგებულია შრომაზე, შინაგანი შესაძლებლობების გამოვლენასა და ნიჭიერებაზე. წარმატებებს გისურვებთ ყველა საქმეში. მინდა იცოდეთ, რომ ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის შეგიძლიათ თქვენს მეგობრად, პარტნიორად იგულოთ. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ყველგან და ყოველთვის, რადგან თქვენ ხართ გამორჩეული ხარაგაულელები“, – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა მედალოსნების დაჯილდოებაზე.
2020-2021 წელს მედლებით დაჯილდოვდნენ:
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლიდან
1. ანა მაისურაძე;
2. ანი მეიფარიანი;
3. ანა კვინიკაძე;
4. ვაჟა მაღრაძე;
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლიდან
5. გიორგი სებისკვერაძე;
6. გრიგოლ ხიჯაკაძე;
ხარაგაულის გიმნაზიიდან
7. საბა ებანოიძე;
8. ნინო მიქაბერიძე;
9. ბაქარ ორბელაძე;
10. თეო გოლუბიანი;
11. მარიამ მანჯავიძე;
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლიდან
12. ნინო გოგოლაძე;
13. ანი ბლიაძე;
14. გოჩა ლომიძე;
15. ინოლა ღონღაძე;
მარელისის საჯარო სკოლიდან
16. ნონა ყიფიანი;
ვარძიის საჯარო სკოლიდან
17. მარიამ ხიჯაკაძე;
18. თათია ხიჯაკაძე;
19. მარიამ ნიქაბაძე;
ბორითის საჯარო სკოლიდან
20. ბერიკა მაჩაიძე;
ლაშის საჯარო სკოლიდან
21. სალომე კვირიკაშვილი.
წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდებს.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,