დღეს, პირველ თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით კინოთეატრში ღონისძიება გაიმართა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ქართველი პოეტებისა და მწერლების შემოქმედებიდან ნაწყვეტებს კითხულობდნენ.
ღონისძიებაზე სჭარბობდა ლექსები სამშობლოზე, სიყვარულსა და ხარაგაულზე. ზოგიერთმა მონაწილემ თავისი საყვარელი პროზაული ნაწარმოებიდან ნაწყვეტი წაიკითხა.
„იყო მკითხველი, ეს თავისთავად დიდი ბედნიერებაა. მკითხველი სწორედ ისაა, ვისაც შეუძლია, ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვეს და სულაც არ იყოს ზედმეტი“, – ეს სიტყვები ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს ეკუთვნის. შეიძლება გციოდეთ, გტკიოდეთ, გათოვდეთ და გაწვიმდეთ თქვენს საყვარელ გმირებთან ერთად. სწორედ ეს არის, გერქვას მკითხველი“, – აღნიშნა ღონისძიებაზე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ.
ღონისძიებაზე მონაწილეებს მიესალმა და ლექსი წაიკითხა რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ.
„არ მიყვარს ეს დაწესებული დღეები, წიგნის კითხვის, სიყვარულის დღე… ყველა დღე ხარაგაულში წიგნისა და სიყვარულის დღეა, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – ძალიან ამაყი ვარ, როცა თქვენ გისმენთ. დიდი მადლობა ბავშვებო, რომ ასე გიყვართ კითხვა.
ბატონი ევგენი ხარაძე ამბობდა, რომ მსოფლიო შემოვიარე და ხარაგაულზე უფრო დიდი გულის, დიდი ემოციის ადამიანები არ მინახავს; ადამიანები, რომელთაც წიგნი ასე საოცრად უყვარდესო. ხარაგაული მართლაც იყო, არის და იქნება წიგნიერების დიდი ბუდე“.
„ძალიან რთულია საქართველოში იყო პოეტი, თუმცა ორჯერ რთულია, იყო ლექსის კარგი მკითხველი, მაგრამ დღეს დავრწმუნდი, რომ ხარაგაულელ ახალგაზრდებს ეს შესანიშნავად გამოსდით. მადლობა თითოეულ თქვენგანს, თქვენს მშობლებსა და პედაგოგებს“, – აღნიშნა ღონისძიებაზე ხარაგაულის საკრებულოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ხვედელიძემ.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი