
CENN ევროკავშირის მხარდაჭერით, „საქართველოს კლიმატის პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის ინოვაციური იდეები საგრანტო კონკურსს!
საგრანტო კონკურსის მიზანია ისეთი ინოვაციური და მდგრადი პროექტების განხორციელება პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში (კახეთის რეგიონი – გურჯაანი, საგარეჯო და ახმეტა; იმერეთის რეგიონი – ზესტაფონი, ტყიბული და ჭიათურა; გურიის რეგიონი – ლანჩხუთი და ოზურგეთი; რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი – ონი და ამბროლაური), რომლებიც ხელს შეუწყობენ:
კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მასთან ადაპტაციას;
საზოგადოების მდგრადობის გაზრდასა და ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას;
საგანმანათლებლო დაწესებულებებში კლიმატის ცვლილებების საკითხების ინტეგრირებას;
სექტორში ახალგაზრდა კადრების/სპეციალისტების გაზრდას.
საგრანტო იდეის პირველადი განაცხადის წარდგენის ვადა: 2023 წლის 1 მარტი, 18:00
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგრანტო სახელმძღვანელოში, შემდეგ ბმულზე: https://cutt.ly/B9Kdrb7
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.