

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მაკრამეს წრის მოსწავლეებმა წრის მეცადინეობაზე დამზადებული ნაკეთობებით ნინოობის დღესასწაული ხარაგაულში მცხოვრებ ნინოებს მიულოცეს.
ამ მიზნით ისინი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაშიც გვესტუმრენ.
„მაკრამე უძველესი ხელობაა და ხელით წვნას ნიშნავს, – ამბობს მაკრამეს წრის ხელმძღვანელი მარინე ვეფხვაძე, – ძველ ეგვიპტეში მაკრამეს ნაკეთობებს მიიჩნევდნენ ერთგვარ თილისმად, რომელსაც მისი მფლობელისთვის წარმატების მოტანა, განსაცდელისგან დაცვა, გუნება-განწყობის გაუმჯობესება და სურვილების ახდენაში დახმარება შეეძლო.
ჩემმა მოსწავლეებმაც ამ ნაკეთობებში დიდი სიყვარული ჩააქსოვეს. გილოცავთ ყველა ნინოს ნინოობას და წარმატებებს გისურვებთ“.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას