
დღეს, პირველ ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქეთევან ზუმბაძემ საკრებულოს წევრებს აჩვენა სასაჩუქრე ყუთი, რომელიც, ქეთევან ზუმბაძის თქმით, მისმა ძმისშვილმა პარასკევს საბავშვო ბაღში მიიღო.
მისივე თქმით, „ყუთში საჩუქრები არის დაზიანებული და ნახმარ მდგომარეობაში. ყუთში იდო 2014 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებული წერილი, რომლითაც ბავშვებს ულოცავდნენ შობას. როცა საბავშვო ბაღში შედის საჩუქრები, ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია, ამას გაუწიოს მონიტორინგი“, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხარაგაულში ჩამოიტანა 200 საჩუქარი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის.
ქეთევან ზუმბაძემ სასაჩუქრე ყუთი საკრებულოს სხდომათა დარბაზში დატოვა.
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ვეფხვაძე დაუკავშირდა ეთერ კიკნაძის სახელობის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს ირმა სებისკვერაძეს, რომელმაც საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოში რამდენიმე მშობლისა და დეპუტატების თანდასწრებით გახსნა საჩუქრები და აღნიშნა, რომ არც ერთ ყუთში დაზიანებული საჩუქარი არ იდო.
„ყველა მშობელი აღფრთოვანებული იყო საჩუქრით და არც ერთ მათგანს უკმაყოფილება არ გამოუთქვამს საჩუქრების მიმართ“, – ამბობს ირმა სებისკვერაძე.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილმა მშობლებმა აღნიშნეს, რომ მათი ბავშვები ძალიან გახარებულები იყვნენ აღნიშნული საჩუქრებით და მათ არ შეუნიშნავთ სასაჩუქრე ყუთში დაზიანებული საჩუქარი.
საბავშვო ბაღის წარმომადგენლების, მშობლებისა და დეპუტატების შეხვედრას ქეთევან ზუმბაძე არ დასწრებია.
თამთა გოგოლაძე
3 მაისს – პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს,
ოჯახი ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,
დღეს, პირველ მაისს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის
27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით