სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დღეს, 25 იანვარს, მოსახლეობასთან შეხვედრები ბორითისა და ნადაბურის თემების სოფლებში შედგა. ამ სოფლებში, მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება:
- ბორითში (სოფლისთვის გამოყოფილია 16 ათ. ლარი) – გოჭოურის უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა;
ვახტანგ მაჩაიძის სახლთან საფეხმავლო ხიდ-ბოგირის მოწყობა;
წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის მილების შეძენა.
- ერეთაში (გამოყოფილია 10 ათ. ლარი) – დინარის უბანში ნაპირსამაგრის მოწყობა და საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია.
- ვაშლევში (გამოყოფილია 12 ათ. ლარი)
ვაშლევის გაღმა უბანში გარე განათების ქსელის მოწყობა;
სკვერის მოსაწყობად ინვენტარის შეძენა;
წყლის სისტემისთვის მილების შეძენა;
სასაფლაოს შემოსაღობად და კეთილმოსაწყობად მასალების შეძენა.
- მაქათუბანში (12 ათ. ლარი) – ჩხერეთუბნის ეკლესიის ეზოს შემოღობვა;
წყლის სისტემის რეაბილიტაცია ავტომაგისტრალის მიმდებარე უბანში;
ზუმბაძეების უბანში გზის გასწორხაზოვნება;
წყლის მილების შეძენა.
- საქასრიაში (12 ათ. ლარი) – დარბაზის უბანში გარე განათების ქსელის მოწყობა;
რკინის ხიდის უბანში ხიდ-ბოგირის შეკეთება და წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სასაფლაოს კეთილმოწყობა;
გზის გაწმენდა ედიკა წიქარიშვილის უბანში.
- ამაშუკეთში (10 ათ. ლარი) – სპორტული მოედნის რეაბილიტაცია;
- კვესრევში (10 ათ. ლარი) – ზედა უბანში სასაფლაოს შემოღობვა;
ქვედა უბანში გზის რეაბილიტაცია.
- უბისაში (12. ათ. ლარი)
გარე განათების ქსელის მოწყობა სკოლის ხიდიდან ცივწყარომდე;
სკვერისთვის ინვენტარის შეძენა;
სახვაძეების უბანში ხიდ-ბოგირის ზედაპირის შესაცვლელად მასალების შეძენა.
- ციხისძირში – (10 ათ. ლარი)
გზების გასწორხაზოვნება და ნაწილის მობეტონება.
- ნადაბურიში (12 ათ. ლარი) – გარე განათების მოწყობა ბღვერიების, ჭალისა და ქვრივიშვილების უბნებში.
- გოლისში (10 ათ. ლარი) – წყლის სათავე ნაგებობების მოწესრიგება ზემო და ქვემო გოლისში.
ფოტოზე: შეხვედრა ბორითის მოსახლეობასთან
ამავე თემაზე
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განახლდა