

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) აქციით აღნიშნა.
ექიმმა პროფილაქტიკოსმა თათია ბლუაშვილმა და პარაზიტოლოგმა ნინო ყიფშიძემ ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის დამამთავრებელი ჯგუფების აღსაზრდელებს დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები „ჯანმრთელები რომ ვიყოთ“.
ბუკლეტებში ბავშვებისთვის გასაგებად, მარტივად, ილუსტრაციებით არის ასახული პირადი ჰიგიენის, ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობების მნიშვნელობა.
ბუკლეტები „ჯანმრთელები რომ ვიყოთ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი თორმეტი საბავშვო ბაღის უფროსი ასაკის ასზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,