

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, პირველ თებერვალს, უკვე მერვედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება!
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 90 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
ასოციაციის ინიციატივით, საქართველო ტრადიციულად, წელსაც შეუერთდება ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდება მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. პროექტის საერთაშორისო ორგანიზატორია „Litworld“.
ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, წელს უკვე მერვედ, გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი. ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემათ იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას.
წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: ვახტანგ ბერიძეს (2022), ნინო კასრაძეს (2021), პროექტს „წიგნის თარო“ (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა