

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1959-1965 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963წწ. უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტია; მღეროდა ანსამბლებში – „დიელო“, „რერო“. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი იყო.
შესრულებული აქვს როლები ფილმებში: გია („შეხვედრა მთაში“), ბენჟამენ ღლონტი („არ დაიდარდო“, 1968 წ.), გიორგი მიქელაძე („მე, გამომძიებელი“, 1971 წ.), პავლე („ვერის უბნის მელოდიები“, 1973 წ.), ვალიკო მიზანდარი („მიმინო“, 1977 წ.), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი („იცოცხლე გენაცვალე“, 1981 წ.), და სხვ.; დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორია ფილმებისა: „იცოცხლე გენაცვალე“ (1981 წ.), „მამაკაცები და სხვები“ (1985 წ.);
ვახტანგ კიკაბიძე იყო 2020 წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, პარტიული სიით.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,