

ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგია გაითიშა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, – ლაშეში, თეთრაწყაროში, იგორეთსა და ახალსოფელში.
„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ მოპოვებული ინფორმაციით, გათიშვა გამოწვეულია დასავლეთ საქართველოში ამჟამად არსებული მეტეოროლოგიური პირობებით. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, მოტეხილმა ხეებმა გაწყვიტა კაბელები.
ხარაგაულის მომსახურების ცენტრის ტექნიკურმა სამსახურმა ავარიების დიდი ნაწილი უკვე აღადგინა. მიმდინარეობს დარჩენილი მონაკვეთების აღდგენა.
„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ მიღებული ინფორმაციით, 12 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, ამჟამად გათიშულ მომხმარებლებს დენი მიეწოდებათ.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას