

2023 წლის 30 იანვრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 19 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე.
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი მოქალაქეებს სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსის უფასოდ გავლის შესაძლებლობას სთავაზობს.
სასწავლო კურსის სრული ხანგრძლივობაა 5 დღე (დღეში 2.00 საათი). სასწავლო კურსი განხორციელდება 23 – 27 იანვარს (სამუშაო საათებში). ტრენინგი დისტანციურად, zoom პლატფორმის დახმარებით ჩატარდება.
სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსის გავლის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ გამოცდაზე რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში დამატებით უნდა მონიშნოს შესაბამისი თანხმობის ველი.
სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება ცესკოს შენობაში მისამართზე – თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138.
სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი.
ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,