
ხარაგაულელმა სპორტსმენმა ზაურ ბერაძემ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ტატო გაფრინდაშვილთან იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.
„ჩემპიონობისთვის ვემზადებოდი და ოქროს მედლის მფლობელი უნდა გავმხდარიყავი, თუმცა ამას ვერ მივაღწიე, – ამბობს ზაურ ბერაძე, – რა თქმა უნდა, გული დამწყდა. თუმცა, მიღწეული შედეგი დასაფასებელია. ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდნენ და ორთაბრძოლებიც კარგად ჩავატარე.
ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ნეკნის ტრავმა მივიღე, ვეღარ ვივარჯიშე და ეს შედეგზეც აისახა. ვარჯიშს ვაგრძელებ და სხვავადასხვა ტურნირებში მივიღებ მონაწილეობას. ყველანაირად შევეცდები, შემდეგი ჩემპიონატი ოქროთი დავამთავრო.
დღეს ევსემ შველიძე ფინალში იასპარეზებს, მინდა წარმატება ვუსურვო ევსემს“.
ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულელი ევსემ შველიძის ფინალური ბრძოლა დღეს 13:00 საათიდან დაიწყება.
თამთა გოგოლაძე
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან