საქართველოში 2023 წლის 2 იანვრიდან ასაწონად განკუთვნილი პლასტიკის პარკების გამოყენება, აიკრძალა. მიზანი პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებაა.
თუ აქამდე პროდუქტის აწონვისას პოლიეთილენის პარკის გამოყენება უფასოდ იყო შესაძლებელი, ამიერიდან მსგავსი პარკების გამოყენება კანონის დარღვევაა.
2023 წლის პირველი ივნისიდან ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ქართულ ან ინგლისურ ენაზე დატანილი უნდა იყოს წარწერა − „ნარჩენებისთვის“ ან შესაბამისი სიმბოლო.
ხარაგაულში მოქმედი მაღაზიებისა და მწარმოებლების უმრავლესობა პოლიეთილენის პარკების აკრძალვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ისინი ამბობენ, რომ ხშირად ტელევიზორის მოსმენისა და ინტერნეტში ინფორმაციის გაცნობის დრო არ აქვთ.
ინდმეწარმე ნელი ჩუბინიძე ამბობს, რომ პოლიეთილენის პარკების აკრძალვის შესახებ მისთვის არც არავის უთქვამს და არც ინფორმაცია მოუსმენია სადმე.
„ბიოდეგრადირებად პარკებს უახლოეს ხანში შევიძენ, – ამბობს ნელი, – კარგი იქნებოდა, აქ, მაღაზიაში ვინმე მოსულიყო და ეს ეთქვა. მარტო დაჯარიმება ხომ არ არის საქმე?! ასეთი სიახლე წინასწარ უნდა შეგვატყობინონ. ბიოდეგრადირებად პარკებს აუცილებლად შევიძენ“.
ქსელურმა მაღაზიამ „მაგნიტი“ ხარაგაულში ბიოდეგრადირებადი პარკები უკვე შემოიტანა და მომხმარებელს მხოლოდ ამ სახის პარკებით ემსახურებიან.
ინდმეწარმე ელიკო თათარიშვილმა იცის, რომ მაღაზიაში იანვრიდან ბიოდეგრადირებადი პარკები უნდა ჰქონდეს, თუმცა, ჯერ არ შეუძენია. ის ვარაუდობს, რომ ასეთ პარკებს ხარაგაულში შემოიტანენ ის დისტრიბუტორები, რომლებსაც ამ დრომდე პოლიეთილენის პარკები მოჰქონდათ.
„ახალი რეგულაციის შესრულებას როცა გვთხოვენ, მათ შესასრულებლად გარკვეულ ვადასაც გვიწესებენ ხოლმე, – ამბობს ელიკო თათარიშვილი, – არა მგონია, ასე უცბად მოვიდნენ და დაგვაჯარიმონ. თუმცა, ვეცდები, ბიოდეგრადირებადი პარკები მაქსიმალურად მცირე დროში შევიძინო“.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი