

საქართველოს რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობის #2475 განკარგულებით (29.12.2022 წ.), 237 173 327 ლარი გამოიყო.
ამ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტრო თანხებს მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ მშენებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად ჩაურიცხავს.
მთავრობის #2475 განკარგულების საფუძველზე, ხარაგაულის თვითმმართველობამ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახოციელებლად 2022 წლის 30 დეკემბერს 12 ტენდერი გამოაცხადა:
ამ ტენდერებში მშენებელი ორგანიზაციებისგან წინადადებების მიღება დღეს, 9 იანვარს დაიწყო. თითოეული ტენდერის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შესაბამის ბმულებზე შეგიძლიათ მიიღოთ.
გაგაცნობთ საქართველოს მთავრობის #2475 განკარგულებით, იმერეთის მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობას:
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან გამოცხადებული ამ ტენდერების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ პერიოდულად გაცნობებთ.
ფოტოზე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარძია
საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსვლაში აქცენტი გააკეთა მშვიდობის აუცილებლობაზე,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა