

ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიიაში ტრადიციული საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე ჩაერთო.
მოსწავლეებმა სიმღერები, საგალობლები, ქართული თუ უცხოური ცეკვები შეასრულეს, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ლექსებით მოგვილოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.
ორიგინალურად ჩაერთო ღონისძიებაში გიმნაზიის X კლასი, მოსწავლეებმა სახალისო ვიდეო კოლაჟი წარმოადგინეს.
ხარაგაულის გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე) მოსწავლეებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ღონისძიების მენეჯერს თამარ ნებიერიძეს და გიმნაზიის მუსიკის პედაგოგებს – თორნიკე ბაკურაძესა და მზია კუპრაძეს. გახარებული და ბედნიერები გამყოფოთ თითოეული თქვენგანი უფალმა“, – აღნიშნა დეკანოზმა პავლემ.
„გილოცავთ ყველას შობას, ახალ წელს, დალოცვილები და ბედნიერები ყოფილიყავით მუდამ. ჩვენ, ადამიანები, ერთმანეთს ბედნიერებას, გახარებას და წარმატებებს ვუსურვებთ. თუმცა გვავიწყდება, რომ სიყვარული გარეშე ყველაფერი ამაოა, ურთიერთსიყვარულს გისურვებთ ყველას“, – თქვა ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძემ).
„აღფრთოვანებული ვარ ბავშვების ნიჭიერებით, ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებები 19 დეკემბერს დაიწყო. 10 დღეა ღონისძიებების კასკადი გრძელდება, დიდი მადლობა პედაგოგებს, გიმნაზიის მთელ კოლექტივს“, – აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ.
საახალწლო ღონისძიება გიმნაზიაში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,